ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია

იმისათვის, რომ ფინანსური ანგარიშგება ასახავდეს მასში მოცემულ ინფორმაციას სამართლიანად და უტყუარად, მნიშვნელოვანია მასში მოცემული ინფორმაცია სწორად ასახავდეს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს. ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების ასახვისათვის კი, როგორიცაა სასაქონლო მატერიალური ფასეულბობები, საჭიროა საწარმო რეგულარულად ატარებდეს ინვენტარიზაციას. რაც გულისხმოობს, საბუღალტრო ანგარიშებში მოცემული სმფ-ს ნაშთების შედარებას ფაქტიურად არსებულ სმფ-ს ნაშთებთან. ფაქტიურად არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებსა და საბუღალტრო ანგარიშებში მოცემულ მონაცემებს შორის ხშირად არის არსებითი სხვაობები, რის გამომწვევი მიზეზებიც მრავალი
შესაძლებელია იყოს.

რატომ არის საწარმოსათვის ინვენტარიზაციის ჩატარება?

1. როგორც სტანდარტი გვეუბნება ფინანსური ანგარიშგების დაინტერესებულ მხარებისათვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ანგარიშგება შედგენილი იყოს მონაცემების ზუსტი სურათის აღსაქმელად. შესაბამისად, მაგ: ხელმძღვანელობისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს მის საწარმოში არსებული ფაქტიური სმფ-ს შესახებ ინფორმაცია. ყველა
დაინტერესებულ მხარეს აქვს თავისი მიზეზი ზემოაღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით.

2. როგორც ბევრისათვისაა ცნობილი მარეგულირებელი ორგანოები ხშირად ატარებენ გაუფრთხილებელ შემოწმებას კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს საწარმოს ფაქტიურ სმფ-ს ნაშთებს ინვენტარიზაციის მეშვეობით. ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგად თუ ფაქტიური სმფ ნაშთები და საბუღალტრო ანგარიშებში მოცემული სმფ ნაშთებს შორის არის სხვაობა საწარმოს ერიცხება დიდი ოდენობის ჯარიმები

ჩვენი გუნდი გთავაზობთ, საწარმოს მატერიალური სასაქონლო ფასეულობების სრულ ინვენტარიზაციას და მის შედარებას თქვენს სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან. აღნიშნული პროცედურების ჩატარებისას ჩვენი გუნდი დაიცავს კომპანიის კონფიდენციალურობის პრინციპს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ინვენტარიზაციის პროცესში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.