მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასება

შეფასება
ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიზანი მომხმარებლისათვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის შედეგის შესახებ სამართლიანი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებაა, არის საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტანდარტით ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს ფინანსურად სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. შესაბამისად ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული მუხლების,როგორებიცაა მატერიალური და არამატერიალური საშუალებების სწორად ასახვა, არსებითია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მატერიალური და არამატერიალური აქტივები შეფასებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის უზრუნველყოფასაც მოახდენენ ჩვენი გუნდის აუდიტორ-შემფასებლები.

კანონმდებლობა საშემფასებლო საქმიანობისას – აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდეშეიმუშავოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის http://www.matsne.gov.ge 26000000005001018170 ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია და მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

ბ) შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობა;

გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და
შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს;

დ)აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ ეთიკური ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის თანახმად.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ, შეფასების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს: მაგ:მატერიალური და არამატერიალური ძირითადი საშუალებების შეფასებას; განხორციელებული ინვესტიციის შეფასებას; ფინანსური აქტივების შეფასებას .