საბუღალტრო მომსახურება

ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება

როგორც მოგეხსენებათ, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარდგენის კანონმდებლობაში გვაქვს ცვლილება, ეს კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების,
აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროებზე  სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.

საწარმოები ვალდებულნი არიან ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისაგან; საწარმოები დაყოფილია ოთხ კატეგორიათ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ჩვენი მიზანია, სწორად განვსაზღვროთ თქვენი საწარმოს კატეგორია და მისი შესაბამისი სტანდარტის დაცვით მოგიმზადოთ ფინანსური ანგარიშგება და წარვადგინოთ შესაბამის ორგანოში (saras.gov.ge).

ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის უფლება აქვს სერთიფიცირებულ ბუღალტერს, შესაბამისად ჩვენი გუნდი გაგიწევთ მომსახურების სრულ პაკეტს.