საგადასახადო მომსახურება

1. გადასახადის გადამხდელისათვის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი სტატუსის შერჩევა –
,,გადასახადის გადამხდელი“ – პირი რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილ შემთხვევში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. ,,საწარმო“ – რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმე. (საქართველოს საწარმო – უცხოური საწარმო; საერთაშორისო ფინანსური კომპანია; სპეციალური სავაჭრო კომპანია; სპეციალური საწარმო; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო; სპეციალური სავაჭრო ზონა; ტურისტული
საწარმო; ბაზრობის ორგანიზება; სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები).
ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნესის შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის სტატუსი შერჩევაში კონსულტირება.

2. დაბეგვრა – სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები
გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს სსკ-ს განსაზღვრული ვალდებულებები დადგენილი წესითა და პირობებით
საშემოსავლო გადასახადი – გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი, არარეზიდენტი ფიზიკური პირი რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. (სსკ. მუხლი 80) გადასახადის განაკვეთი 20% თუ ამ კოდექსით
სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სსკ. მუხლი 81). ფიზიკური პირები გადასახადისაგან თავისუფლდებიან სსკ-ის შესაბამისად, ჩვენი მიზანია სწორად განვსაზღვროთ დასაბეგრი ოპერაციების ოდენობა და შეღავათები .
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად სახელმწიფო გვთავაზობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს, როგორებიცაა: 1. მიკრო ბიზნესის სტატუსი; 2. მცირე ბიზნესის სტატუსი; 3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ჩვენ კონსულტაციას გაგიწევთ და სწორად შეგირჩევთ თქვენი ბიზნესისათვის მისაღებ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს. ასევე დეტალურად აგიხსნით მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, რათა სწორი ინფორმირების შედეგად მიიღოთ გადაწყვეტილება.
ჩვენ დაგეხმარებით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში, როგორებიცაა პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.

3. საგადასახადო შემოწმება
სსკ-ს თანახმად გადასახადის გადამდელისათვის გადასახადის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არაა მოთხოვნილი.

პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ანხორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო, საგადასახადო კონტროლის სახეების მიმდინარე და საგადასახადო შემოწმების მეშვეობით.
სსკ-ს თანახმად თქვენი უფლებაა, საგადასახადო კონტროლის პროცედურების დროს გონივრულობის ფარგლებში არ დაირღვეს საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გაჩერდეს თქვენი საქმიანობა.

ჩვენ, გთავაზობთ ყველა იმ საგადასახადო კონტროლის და შემოწმების მიმდინარეობისას ვიყოთ თქვენი წარმომადგენლები საგადასახადოსთან ურთიერთობაში როგორებიცაა: 1. საგადასახადო მონიტორინგი; 2. ინვენტარიზაცია; 3.კამერალური საგადასახადო შემოწმება; 4. გასვლითი საგადასახადო შემოწმება; 5. გადაუდებელი საგადასახადო შემოწმება. 6. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.
ჩვენ, ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები ყველა ზემოაღნიშნული შემოწმების დროს, დაგეხმრებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადებასა და დროულად წარდგენაში. რადგან, ინფორმაციის წარდგენის შედეგად დგება საგადასახადო შემოწმების აქტი, რაც
არის საფუძველი გადასახადების დარიცხვისა, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის, როგორც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას
მოცემული იქნება ზემოაღნიშნულ საგადასახადო შემოწმების აქტში.

4. დეკლარაციები, სააღრიცხვო დოკუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტაციები. საგადასახადო ორგანოში
წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტაციით დასტურდება დაბეგვრის იბიექტებისა და გაანგარიშებული გადასახადების რეალურობა. შესაბამისად, წარდგენილი დეკლარაციები უნდა ასახავდეს ინფორმაციას უტყუარად და სამართლიანად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გადასახადის გადამხდელი პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. საგადასახო დეკლარაციები წამოადგენს ყველა გადასახადის დარიცხვის საფუძველს და იგი სსკ-ს შესაბამისად
მისთვის განკუთვნილი გადასახადის ვადების დაცვით უნდა იქნეს წარდგენილი. ჩვენი მიზანია გაგიმარტივოთ საგადასახოდასთან ურთიერთობა. თქვენს მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩვენ მოგიმზადებთ წარსადგენ დეკლარაციებს, ასევე გადაგიმოწმებთ უკვე წარდგენილი დეკლარაციების სისწორეს და სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში მოვახდენთ მისი სანაცვლო კორექტირებული დეკლარაციების წარდგენას.

5. ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება, საგადასახდო შეთანხმება, წინასწარი გადაწყვეტილება

1) სსკ-ს თანახმად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაიბრუნოს ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსის დადგენილი წესით, ჩვენ დაგეხმარებით ყველა იმ დოკუმენტაციის მომზადებაში და წარდგენაში რაც საჭიროა პროცედურებისათვის რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაში.
2) სსკ-ს თანახმად საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგ.დავალიანების ნაწილობრივი შემცირების ან იმ მოსაკრებლის ამ/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო
ანხორციელებს. საგადასახადო შეთანხმების გგაფორმებისათვის გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს ან განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქათველოს ფინანსთან მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით ჩვენ გთავაზობთ ჩვენს წარმომადგენლობას და მასალების მომზადებას საგადასახდო შეთანხმებისათვის.
3) შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციების მიხედვით საგადასახდო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.

ჩვენ, დაგეხმარებით წინასწარი გადაწყვეტილების სწორი ფორმის მიმართვაში, რათა გადაწყვეტილება დადებითად წაადგეს თქვენს ეკონომიკურ საქმიანობას.